“ვინ არის ჩემი კერპი?” – ჰოლანის პასუხმა ჟურნალისტი შოკში ჩააგდო

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა ერლინ ჰოლანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში საკუთარი კერპის შესახებ ისაუბრა.
ნორვეგიელის თქმით, ეს ადამიანი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩია.
“ჯოკოვიჩი მომწონს. რასაც მან მიაღწია, წარმოუდგენელია. წარმატების მიღწევამდე კი უდიდესი გზა გაიარა. ამიტომ ჩემი პასუხია ჯოკოვიჩი”, – განაცხადა ჰოლანმა.
შეგახსენებთ, ჰოლანმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
– ჰოლანის პასუხმა ჟურნალისტი შოკში ჩააგდო” />”არ მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ მესი საუკეთესოს წოდებას არ იმსახურებდა; ჰოლანი კარგი ბიჭია, მაგრამ…” – რას აცხადებს ჯონ ობი მიკელი?