ვინ არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომლის საჩივრის საფუძველზეც “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო?

ვინ არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომლის საჩივრის საფუძველზეც “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო?
🔴 დავით გურგენიძე რექტორად სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ 2024 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩია. მისი პროფესიული კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ის რამდენჯერმეა ნასამართლევი, რასაც თავადაც ადასტურებს.
🔴 გურგენიძე 90-იან წლებში რუსეთში ორჯერ, იარაღის ტარების გამო დააკავეს. როგორც თვითონ ამბობს, დაკავების რეალური მიზეზი ქართველთა სათვისტომოს დახმარება იყო. ციხიდან მალევე გამოუშვეს, თუმცა მისივე თქმით, რუსებს არ დაემორჩილა, რის გამოც იარაღი ჩაუდეს და მეორედ დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მალევე სასჯელის მოსახდელად საქართველოს გადმოსცეს.
🔴 2007 წელს გურგენიძე და მისი მეგობარი სამი პირის გატაცების მცდელობის ფაქტზე დააკავეს და 2 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. დავით გურგენიძე ამ ფაქტს მაშინდელი ხელისუფლების პროვოკაციად აფასებდა.
🔴 2010 წელს კი დავით გურგენიძე თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა და 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას დაემატა გატაცების ფაქტზე დარჩენილი ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ გურგენიძეს 4- წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელიც მალევე 5- წლიანი პირობითით შეეცვალა.
🔴 კანონმდებლობით, გურგენიძის რუსეთში ნასამართლეობა უკვე ხანდაზმულია და სამართლებრივად გაქარწყლბულია. როგორც თავად რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, ასევე გაქარწყლებულია გატაცების მცდელობის ბრალდებაც.
📍 საქართველოს კანონმდებლობა ნასამართლევ პირს სასწავლებლის ხელმძღვანელობას არ უკრძალავს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?