ვინ არის საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელის მფლობელი რუსი მეწარმე, რომელიც რუსეთში ბიზნესგმირად დასახელდა

რუსულმა სააგენტო RBC-ეკატერინბურგმა 2023 წლის ბიზნესგმირებს შორის პირველი ადგილი ალექსეი რომანოვს მიანიჭა, რომელიც საქართველოში ფიტნეს-კლუბების ქსელ Bright Fit-ის მფლობელია.
საქართველოში მის მიერ დაფუძნებული სპორტდარბაზი Fitness One-ის სახელით არის დარეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 60% სწორედ ალექსეი რომანოვს ეკუთვნის, 40%-იანი წილის მფლობელი კი არის ნინელი ოკუნევა.
ალექსეი რომანოვმა Bright Fit-ის პირველი კლუბი საქართველოში 2022 წელს გახსნა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, მალევე მიხვდა, რომ შემოსავლისა და ხარჯის გაანგარიშების ფორმულები, რომლებსაც კომპანია ს ქალაქებში იყენებს, საქართველოში არ მუშაობს და განსხვავებულია.
„საქართველო თავისი თავისებურებებით გამოირჩევა. ჩვენ უფრო მეტ გადასახადს ვიხდით, რადგან ქვეყანაში ფიტნესზე დღგ არის დაწესებული. ამასთან, რუსეთთან შედარებით, 1,5-2-ჯერ მეტ კომუნალური გადასახადს ვიხდით. ასე რომ, საქართველოში საქმიანობის დაწყება ნამდვილად იყო გამოწვევა ჩვენთვის, რის შესწავლაზეც ერთი წელი დავხარჯეთ,“ – აცხადებს ალექსეი რომანოვი.

ვრცლად bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ