ვინ არის რიჩარდ გირის ცოლი? ყველაფერი ალეხანდრა სილვას შესახებ – Marao

რიჩარდ გირი და ალექსანდრა სილვა 2018 წელს დაქორწინდნენ. 33 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად წყვილი დღემდე ერთადაა. მათი უფროსი ვაჟი ალექსანდრე 2019 წლის თებერვალში დაიბადა. სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ, გირმა და სილვამ განაცხადეს, რომ მეორე შვილს ელოდებოდნენ. მათი ვაჟი ჯეიმსი 2020 წლის აპრილში გაჩნდა.
2024 წელს ოჯახი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა:
”ჩემი ცოლი ესპანელია და ჩვენ მივდივართ იქ მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კულტურისთვის,” – თქვა მაშინ გირმა.
სილვა მართავს Rais Fundacion-ს , არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია ესპანეთში უსახლკარობის აღმოფხვრა. მისი მამა, იგნასიო სილვა, 1995 წლიდან 2000 წლამდე იყო ესპანური საფეხბურთო კლუბის რეალ მადრიდის ვიცე-პრეზიდენტი.
სილვა ახალგაზრდობაში მადრიდის ელიტარულ წრეებში გაერია და სწავლობდა ქალაქის საუკეთესო კერძო სკოლაში. იგი ასევე ახლოს იყო მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებთან რომანტიკულ ურთიერთობაში იყო მოთამაშე რობერტო კარლოსთან.
ის გირს ბავშვობიდან იცნობს, რადგან მსახიობი სილვას ოჯახის მეგობარი იყო.
„არ ვაიგნორებ ჩვენს ასაკობრივ სხვაობას და იმას, თუ რას ნიშნავს ჰოლივუდის ვარსკვლავთან ყოფნა, მაგრამ როცა ასეთი ძლიერი სიყვარულია , პრობლემები ქრება“.
გირის მსგავსად, სილვას ჰყავს ვაჟი წინა ქორწინებიდან.
რიჩარდი 1949 წელს, ფილადელფიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა დაზღვევის აგენტი იყო, დედა კი – დიასახლისი. ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფულის დაზოგვა ბევრ რამეზე სჭირდებოდათ.
სკოლის პერიოდში რიჩარდი სპორტული ტანვარჯიშით დაინტერესდა. მას ეს საქმე ისე კარგად გამოსდიოდა, რომ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან სტიპენდია მიიღო. იქ გირი ფილოსოფიასა და რეჟისურას სწავლობდა. ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა, საყვირზე დაკვრა ესწავლა და უნივერსიტეტი მიატოვა. რამდენიმე თვის განმავლობაში როკ-მუსიკოსებთან ერთად უკრავდა, თუმცა ვერც აქ მიაღწია დიდ აღიარებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავი რომ ერჩინა, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. შემდეგ ლონდონში თეატრში მოხვდა და მიხვდა, რომ მსახიობობა იყო ის, რაც მისი მოწოდება და ნამდვილი სიყვარულია. ამიტომ, ამერიკაში დაბრუნდა და მიზნისკენ სვლა დაიწყო.
პირველად რიჩარდ გირი ბროდვეის მიუზიკლში მოხვდა. იგი ერთ-ერთ კონცერტზე შეამჩნიეს და მიუზიკლში მიიწვიეს. შემდეგ კი სხვადასხვა სპექტაკლში ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ.
როდესაც “ლამაზმანის” გადაღებები იწყებოდა, თავიდან რიჩარდ გირმა როლზე უარი თქვა. ფიქრობდა, რომ ზედმეტად არასერიოზული იყო. თუმცა, მისმა აგენტმა, ფაქტობრივად, აიძულა, რომ როლზე უარი არ ეთქვა. მართლაც, ბიზნესმენ ედვარდ ლუისის როლი იყო ის, რასაც გირი 20 წლის განმავლობაში ელოდებოდა და რამაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა და აღიარება მოუტანა.