ვინ არის პროტესტენზე თავდასხმისთვის დაკავებულები და რა კავშირში არიან პრემიერის გუნდთან – მედია

გამოცემა თაიმერის ცნობით, ბალდის კანონთან თავდასხმის და დაჭრისათვის დაკავებულები სავარაუდოდ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კომპანიის თანამშრომლები არიან.
კომპანია რუსეთში საქართველოს რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძის საკუთრებაშია. მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მერკვილაძის ამ პოსტზე დანიშვნა პრემიერ კობახიძის პირველი საკადრო გადაწყვეტილება იყო.
მთავარი არხის ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძეს ახლო ურთიერთობები აქვს ს ხელისუფლებასთან. 2021 წელს, ის მონაწილეობდა მისივე ორგანიზაციის ინიციატივით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა. მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გადასცა.
ადგილობრივები რუსეთში მოღვაწე დიპლომატის კომპანიისთვის კანიონის გადაცემას თვეებია, უწყვეტად აპროტესტებენ. გუშინ კი ეს პროტესტი სისხლიანი ანგარიშობებით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
ტვ პირველთან, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.
ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.
ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350”-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.
დაკავებულები არიან ძმები ხურცილავები.
მინდია და აჩი ბჟალავებს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. მინდია ბჟალავას კლინიკაში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ