ვინ არის პირველი ქალი, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

L’Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი – 70 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი გახდა პირველი ქალი, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
L’Oreal-ის მემკვიდრე კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს და მისმა ქონებამ 100,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მაიერსის ქონების ზრდას ხელი შეუწყო L’Oreal-ის აქციების რეკორდულმა მაღალმა ფასებმა. მანამდე ის სამჯერ იყო აღიარებული მსოფლიოს უმდიდრეს ქალად.