28 წლის ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ოფიციალურად დაინიშნა. ინფორმაცია სოციალური ქსელში ვარსკვლავმა გულშემატკივრებს პირადად გაუზიარა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტს დარენ პრინსია. წყვილს შორის 26-წლიანი სხვაობაა. ნუცა წერს, რომ მათი ურთიერთობა პროფესიული კონტრაქტით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სიყვარული მოვიდა. ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ გრძნობები გაღრმავდა და ახლა თავს „დედოფლად“ გრძნობს.
ნუცა ემოციურად წერს:
“მე ვთქვი დიახ!!! ჩემს სუპერ აგენტს, ჩემს საუკეთესო მეგობარს და ახლა… ჩემს მომავალ ქმარს, Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუუუუპერ აგენტი! მას შემდეგ რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა.“
ვინ არის დარენ პრინსი?
ცნობილი სპორტისა და შოუ-ბიზნეს აგენტი — Magic Johnson‑ის, Hulk Hogan‑ის, Larry Bird‑ის და სხვათა წარმომადგენელი; “Aiming High” წიგნის ავტორი და ადვოკატი ნარკოდამოკიდებულების პრობლემებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
25+ წელია ამ სფეროშია და PMG‑ს მეშვეობით 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს აწარმოებს. ის თავადაც თვითონაც იყო დამოკიდებული, თუმცა 14 წელზე მეტია სუფთაა და აქტიურად ეხმარება სხვებს ამ გზაზე.
დარენ პრინსი – სპორტისა და გართობის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, წიგნის „Aiming High“ საერთაშორისო ბესტსელერის ავტორი, რომელიც დღეს ნარკოდამოკიდებულებასთან და ფსიქიკურ პრობლემებთან ბრძოლის გლობალური ლიდერია. თუმცა ამ წარმატების მიღმა დგას სულიერი ბრძოლით სავსე გზა — გულწრფელი ბრძოლა ნარკოდამოკიდებულებასთან და, მეორე სიცოცხლე სხვათა დახმარებაში.
კარიერა: ვარსკვლავების იმპერია
დარენ პრინსი ხელმძღვანელობს Prince Marketing Group‑ს (PMG) – სპორტისა და შოუ-ბიზნესის სააგენტოს, რომელიც 25 წელზე მეტია, ქმნის მულტიმილიონიან კონტრაქტებს. PMG‑მა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგება გააფორმა სელებრითებთან და მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებთან.
ბრძოლა დამოკიდებულებასთან
წარმატებული კარიერის ფონზე, დარენ პრინსი იმყოფებოდა მძიმე რეალობაში – ნარკოდამოკიდებულება ფარულად ანგრევდა მის ცხოვრებას. როგორც თავად ჰყვება, მან იცოდა, რას ნიშნავს იყო წარმატებული, მაგრამ შინაგანად ცარიელი.