ვინ არის ნინო ხოშტარიას მეუღლე და როგორია მათი ცხოვრება კამერებს მიღმა – Marao

ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს და მეგობრებს მისი წარმატების ამბავს უზიარებს. ნინო სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტელევიზია დატოვა. იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებსაც და თითქმის არასდროს საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ.
ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი “ყველაზე ჭკვიანი”, რომლის წამყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა.
ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემის, მათ შორის, “ჯეობარის”, “ეკივოკისა” და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.
2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა “სხვა შუადღე” მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. “რუსთავი 2”-ში ნინო 25 წლის მანძილზე მუშაობდა:
· მოგზაურობს, დიდ დროს ატარებს ოჯახთან და შვილიშვილთან ერთად… როგორია ნინო ხოშტარიას ცხოვრება ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ
“25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ”, – წერდა მაშინ ტელეწამყვანი.
მას შემდეგ ნინო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ვერსად ნახავთ მის ახალ ინტერვიუებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ხოშტარია წლების მანძილზე საჯარო ფიგურა იყო, საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა თითქმის არასდროს საუბრობდა. მისი მეუღლე ბაჩა მალაზონიაა. ბაჩა მალაზონია არის არტ-დირექტორი, მეწარმე და მას 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს პროექტების დიზაინში,საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე მომთხოვნი ციფრული მედიის შექმნასა და განვითარებაში სპორტის მიმართულებით.
· 25-წლიანი კარიერის დასრულება, ნაკლებად ცნობილი ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – ნინო ხოშტარიას განვლილი გზა
დაამთავრა ტალინის სამხატვრო უნივერსიტეტი ფოტო-გრაფიკის სპეციალობით 1990 წელს. 1992-1994 წლებში ბაჩა მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ პროექტში. 20 წლის შემდეგ ის გახდა ქართული ლარის რედიზაინის პროექტის ხელმძღვანელი, რამაც მას ევროპაში საუკეთესო ბანკნოტების სერიის ჯილდო მოუტანა.
4 წლის წინ ნინო ხოშტარია პირველი შვილიშვილის ბებია გახდა. მას შემდეგ პატარა პაოლოს ფოტოებს მის გვერდზე ხშირად იხილავთ. ბებია-ბაბუა პაოლოსთან დროს ხშირად ატარებს და ნინო კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.