ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მსახიობი ამჟამად? – Marao

ახალი ფილმების გამოსვლა, პრესტიჟული ღონისძიებები თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის, მოდის კვირეულებიც კი, წარმოუდგენელია მსახიობების გარეშე. მსოფლიო ვარსკვლავები ბევრს შრომობენ საკუთარი იმიჯის შექმნასა და გავლენის გავრცელებაზე, თუმცა არანაკლები შრომა სჭირდებათ იმისთვისაც, რომ ყოველთვის საუბრობდნენ მათზე. ამ სტატიაში გთავაზობთ ამ მომენტისთვის ყველაზე პოპულარულ და განხილვად ვარსკვლავებს:
მარგო რობი
ავსტრალიელი მსახიობია. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები. 2017 წელს მარგო რობი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. კარიერა დაიწყო 2000-იანებში, დამოუკიდებელ კინოფილმებში მონაწილეობით. 2008-2011 წლებში თამაშობდა საპნის ოპერაში „მეზობლები“ — როლმა მას „ლოგის“ ორი ნომინაცია მოუტანა.
სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონი დაიბადა ნიუ-იორკში, 1984 წლის 22 ნოემბერს. სკარლეტის მამა, — კარსტენ იოჰანსონი, — დანიური წარმოშობის არქიტექტორია კოპენჰაგენიდან, ხოლო ბებია მამის მხრიდან, — ეინერ იოჰანსონი, — სცენარისტი და რეჟისორი იყო. მსახიობის დედა, — მელანი სლოენი, ებრაული ოჯახიდან იყო. მისი წინაპრები მინსკიდან იყვნენ.
ზენდეია
ზენდეია მარი სტერმერ კოულმანი ამერიკელი მსახიობია. სამოდელო კარიერა ბავშვობის ასაკში დაიწყო, იყო მოცეკვავე, სანამ Disney Channel-ის სატელევიზიო სერიალ „Shake It Up“-ში როკი ბლუს როლს ითამაშებდა.
კოულმანი 1996 წლის 1 სექტემბერს ოაკლენდში, კალიფორნიაში დაიბადა. არის კლარა სთოერმერის და დევიდ კოულმანის ერთადერთი შვილი. მამის მხრიდან მას ჰყავს 5 უფროსი ნახევარ და-ძმა. მამამისი აფრიკელ-ამერიკელია, ხოლო დედამისი ეთნიკური წარმომავლობით გერმანელი და შოტლანდიელია. ზენდეია, როგორც შემსრულებელი, შექსპირის თეატრში, კალიფორნიაში აღიზარდა, სადაც დედამისი კლარა თეატრის მენეჯერი იყო. კოულმანმა თეატრის სტუდენტური კონსერვატორიის პროგრამაც გაიარა. სანამ ოაკლენდის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, რამდენიმე სასცენო სპეკტაკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: „Once on This Island“ და „Caroline, or Change“.
ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში, სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მომუშავე კარენ ლოურენსის ოჯახში. უკვე 14 წლის ასაკში გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი და მშობლებთან ერთად ნიუ-იორკშ გადავიდა. სააგენტოებმა მისი სამსახიობო უნარებს მაღალი შეფასება მისცეს. წლების მანძილზე ლოურენსი ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი იყო.
ემა სტოუნი
2010 წელს ფილმში „მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია მიუზიკლსა ან კომედიაში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მია დოლანის როლის შესრულებისთვის ფილმში „ლა-ლა ლენდი“ (2016) მიენიჭა ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.
ენ ჰეთეუეი
მისი დებიუტი შედგა 1999 წლის ტელესერიალში „გახდი ნამდვილი“, თუმცა ცნობილი გახდა დისნეის საოჯახო კომედიაში „პრინცესას დღიურები“ (2001) ჯულია ენდრიუსთან ერთად.
2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „რეიჩელი ქორწინდება“, რისთვისაც ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2012 წელს ითამაშა კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდი: აღზევება“, ასევე ტომ ჰუპერის ფილმში „საბრალონი“, სადაც ფანტინის როლი განასახიერა; ამ უკანასკნელისათვის ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობისათვის მეორეხარისხოვან როლში.

ასევე დაგაინტერესებთ