ვინ არის მოსამართლე, რომელსაც ხალხმა ლაყე კვერცხები დაუშინა

მოსამართლე, რომელსაც რესტორან “ბაბილოსთან” მოქალაქეებმა ლაყე კვერცხები დაუშინეს, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირში მყოფი ვანო ყიფიანია. “პირველების” ინფორმაციით, ყიფიანი საჩხერის რაიონის სასამართლოს მოსამართლეა. ის უვადო მოსამართლედ 2016 წელს გაამწესეს.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის ეპიცენტრი ამ დრომდე რესტორანი “ბაბილოა”, სადაც მოსამართლეებმა საახალწლო წვეულების გამართვა სცადეს. ადგილზე რიგითი მოქალაქეები და იმ ახალგაზრდების მშობლები არიან მობილიზებულები, რომლებიც მოსამართლეებმა მტკიცებულებების გარეშე ციხეში გაუშვეს. “მონებო!” – ამ შეძახილებით შეაცილეს და გამოაცილეს შენობიდან მოქალაქეებმა ივანიშვილის მოსამართლეები. ხალხმა მათ ლაყე კვერცხები დაუშინა. პოლიცია იძულებულია, მსაჯულები ტერიტორიას თავად განარიდოს იმ მანქანებით, რომლითაც დაკავებულები გადაჰყავთ ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია