ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? – “არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

18 ივ­ნისს, გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.
მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა. სას­წა­უ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მატჩს. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის თავ­და­დე­ბამ გულ­გრი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა.
სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან, სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი
ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფო­ტოა, რო­მელ­ზეც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში, ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.
მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქე­ბენ, წე­რენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი “დიდ­გო­რი მო­ი­გო”. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.
განაგრძეთ კითხვა