ვინ არის ესტონელი დეპუტატი, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ემხრობა

ბოლო დღეებია, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები ესტონელი დეპუტატის, ვარო ვუგლაიდის განცხადებას ავრცელებენ, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ს მთავრობის კრიტიკულ პოზიციას არ იზიარებს.
კერძოდ, პროპაგანდისტული მედიებში ვრცელდება ვარო ვუგლაიდის განცხადება, რომელიც მან ესტონეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან დებატების დროს გააკეთა.
„ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით. -ს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში. არსებითად, ზუსტად იგივე კანონი. რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს ევროკავშირის პრინციპებს?
მე ვიცი, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ვიცი, რომ მსგავსი რეგულაციები იგეგმება თავად ევროკავშირში. ვიცი, რომ არა მარტო რუსეთმა, არამედ უნგრეთმაც მიიღო ასეთი კანონი. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ესტონეთმაც არ უნდა მიიღოს ასეთი კანონი, რათა ვიცოდეთ რა ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, რომლებიც ამავდროულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ჩემი აზრით, სრულიად გონივრული კანონია“, – ციტირებს ესტონელ დეპუტატს „იმედინიუსი“.
ვარო ვუგლაიდი ასევე აკრიტიკებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას იმის გამო, რომ საქართველოში ვიზიტისას ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად.
დეპუტატი საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლას საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს.
თუმცა რუსული კანონი არ არის ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ვარო ვუგლაიდი ესტონეთის მთავრობის პოზიციებს არ იზიარებს. სწორედ ს მიმართ პოლიტიკაა ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ის ესტონეთის მთავრობას აკრიტიკებს.
ვინ არის ვარო ვუგლაიდი
ვარო ვუგლაიდი არის ესტონელი იურისტი, აქტივისტი და პოლიტიკოსი. ის არის „ოჯახისა და ტრადიციის დაცვის ფონდის“ (SAPTK) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ფონდი თავის მიზნად მიიჩნევს „ევროპის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის და მისგან გამომდინარე ტრადიციული სოციალური წესრიგის“ დაცვას.
„ჩვენ ვიწყებთ ოჯახის, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის და ტრადიციული სოციალური წესრიგის დაცვას, რომელიც პატივს სცემს საკუთრებას და ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რომელოიც ქრისტიანულ სწავლებაზეა დაფუძნებული…“, – ვკითხულობთ ფონდის ვებგვერდზე.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, ვარო ვუგლაიდი ესტონეთის პარლამენტში ულტრამემარჯვენე, პოპულისტური „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიის“ (EKRE ) სიით, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მოხვდა.
თუმცა 2023 წელს წინა საარჩევნო პერიოდში „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით ვარო ვუგლაიდის მოსაზრებები პარტიის ოფიციალურ პოზიციებს არ ასახავდა.
კერძოდ, ვარო ვუგლაიდი გამოდიოდა მოწოდებებით, რომ აუცილებელი იყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
„აშკარაა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, მაგრამ ეს პოზიცია იმდენად დემონიზირებულია სტრატკომის საშუალებით, რომ ვერავინ ბედავს ამაზე ლაპარაკს“, – აცხადებდა ვარო ვუგლაიდი.
გარდა ამისა, ვარო ვუგლაიდი არ იზიარებდა უკრაინისადმი ესტონეთის მთავრობის მხარდამჭერ პოზიციებს. ში მიმდინარე ომის კონტექსტში, ის აცხადებდა, რომ ესტონეთის მთავრობის მრავალი ქმედება არ ემსახურება ესტონეთის შეკავების ინტერესებს, არამედ ხელს უწყობს საომარი მოქმედებების გაფართოებას ესტონეთში.
„ეროვნული თავდაცვა იწყება არა ესტონეთის ტერიტორიაზე იარაღისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ნაწილების შეგროვებით, არამედ პასუხისმგებლობის მქონე დიპლომატიური გზით.
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ზუსტად საპირისპიროს აკეთებს. ცდილობს მუდმივად წინა ხაზზზე იყოს რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებების განსახორციელებლად“, – აცხადებდა ვარო ვუგლაიდი.
ის ასევე აკრიტიკებდა ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მათი ყველა ჰაუბიცის გადაცემის შესახებ.
ისინი საუბრობენ სისულელეებზე, თითქოს ესტონური იარაღი გამოიყენება ესტონეთის თავისუფლების დასაცავად უკრაინაში, თითქოს ესტონეთი და უკრაინა ერთი და იგივე პოლიტიკური ერთეული – რაც უბრალოდ არასწორია“, – აცხადებდა ვარო ვუგლაიდი.
ვარო ვუგლაიდმა ასევე გააკრიტიკა ესტონეთის გადაწყვეტილება ქვეყნიდან 13 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ, რამაც, მისი თქმით, გამოიწვია ესტონეთის ელჩის რუსეთიდან გამოძევება და დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია და დიპლომატიური არხების გაწყვეტა.