ვინ არის ალექსანდრე თოფურიას შეყვარებული? ჩემპიონი ძმა, დიდი ოჯახი და პირველი ნაბიჯი დიდი წარმატებისკენ: გაიცანით 29 წლის ვარსკვლავი – Marao

დღეს ყველა ალექსანდრე თოფურიას შესახებ საუბრობს – UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ბრძო­ლა მო­ი­გო და მსაჯ­თა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ავ­სტრა­ლი­ე­ლი კოლ­ბი თიქ­ნე­სი და­ა­მარ­ცხა. ეს ალექსანდრესთვის პირველი გამარჯვება, ხოლო კოლ­ბისთვის – კარიერაში პირველი მარცხი იყო.
ალექსანდრე თოფურია მანამდეც არაერთხელ მოქცეულა ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში. 2024 წლის 18 თებერვალს, როცა ილია თოფურიამ ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და შავი ქამარი მოიპოვა, ოქტაგონზე აქტიურად ისმოდა ქართული შეძახილები, მითითებები და გამხნევება – ეს სწორედ ალექსანდრეს ხმა იყო – ის ძმის, ილიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მწვრთნელია.
· “ბევ­რი წელი ჩემი მი­ზა­ნი იყო ჩემი ძმის ჩემ­პი­ო­ნის ქამ­რის მო­პო­ვე­ბა, მე მისი პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვი­ყა­ვი. ამავდრო­უ­ლად, ჩემი ბრძო­ლის სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ქრა­ლა და არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი და უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლებ” – ამ­ბობ­და ალექსანდრე თო­ფუ­რია.
აღმოჩნდა, რომ ძმები ვარჯიშის, მომზადებისა და ბრძოლის დროს ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან – პირველი ბრძოლის დროს ალექსანდრეს გვერდით იყო ილიაც.
· “ერთ მო­მენ­ტში კა­რი­ე­რა გვერ­დზე გა­დავ­დე, რომ მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სიკ­ვდი­ლამ­დე ჩემს ძმას­თან ერ­თად“ – ალექსანდრე თოფურია ძმაზე, ილია თოფურიაზე.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და სიხარულის ფონზე, უფრო ახლოს გაგაცნობთ ალექსანდრე თოფურიას.
თოფურიების ოჯახს ქართველი გულშემატკივარი უკვე კარგად იცნობს. ძმებს ყოველთვის თან ახლავთ მშობლები – ზაზა თო­ფუ­რია და ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია. ალექსანდრე დაიბადა 28 იანვარს, 1996 წელს, გერმანიაში, ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართულ ოჯახში. ალექსანდრე დებთან, მარი და ანა ტლა­შა­ძე­ებ­თან და ძმას­თან – ილია თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.
2004 წელს მისი ოჯახი საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2013 წელს, როცა ალექსანდრე 16 წლის იყო, ისინი ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ილია თოფურია პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
ალექსანდრეს ანგარიშზე სულ ჩატარებულია 6 ბრძოლა საიდანაც ერთხელ დამარცხდა, 5 გამარჯვებიდან ალექსანდრემ 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორი მტკივნეული ილეთით. უკანასკნელად მან გასული წლის მაისში ტურნირ ‘’WOW 9-ში’’ იბრძოლა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ალექსანდრეს UFC-ის კონტრაქტზე მოლაპარაკება 2023 წელსაც მიმდინარეობდა და 2024 წლის 8 აგვისტოს მან ოფიციალურად თავად განაცხადა სოც. ქსელში მსოფლიო საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაციაში მონაწილეობის შესახებ.
ცნო­ბი­ლია, რომ ალექ­სან­დრე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მისი რჩეული, ილიას მსგავსად, უცხოელია. ალექ­სან­დრე სა­ჯა­როდ საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ილია თო­ფუ­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე გა­მოჩ­ნდა, თუმცა თავად მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს არასდროს აქვეყნებს. არ იძებნება არც ალექსანდრეს მეგობარი გოგოს საჯარო პროფილი სოციალურ ქსელში.
ის 26 წლის ლამაზმანის სახელი ბელენ სარიონ ვილედაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გოგონა გაყიდვების სფეროში საქმიანობს და 2019-2020 წლებში ესპანეთში, ადგილობრივი პარფიუმერიის მაღაზიაში მუშაობდა.