ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, ბრუნვის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, აშშ, თურქეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი არიან.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანში დაფიქსირდა, სადაც საქართველომ $633 მლნ-ის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $144 მლნ-ით მეტია.
2023 წლის პირველ 9 თვეში, იმპორტის კუთხით კი ყველაზე დიდი პარტნიორი თურქეთია, საიდანაც საქართველომ $1,861 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $178 მლნ-ით მეტია.