2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები დიდწილად ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის. ყველაზე მეტი დამკვირვებელი კი „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს ეყოლება.
საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლად ცესკოში რეგისტრირებულია 29 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია. მათგან ყველაზე მეტი — 20 დამკვირვებელი — სერბეთში დაფუძნებულ ასოციაცია ALTERFACT-ს ჰყავს.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლები (ფრჩხილებში მითითებულია დამკვირვებელთა რაოდენობა).
· Association „ALTERFACT“ (20)
· იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია (IEC) (2)
· ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო (2)
· მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია (2)
· თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო (2)
· ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEBE) (2)
· მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია (3)
· ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია (1)
· სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია (1)
· ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია (2)
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· ფიჯის საარჩევნო ოფისი (FEO) (1)
· უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი 2)
· სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩევნების, რეფერენდუმისა და პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტი (3)
· სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია (2)
· ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია (-)
· ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია (1)
· მალაიზიის საარჩევნო კომისია (ECM) (2)
· მეხიკო სითის საარჩევნო ინსტიტუტი (IECM) (1)
· მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი (1)
· უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· შვეიცარიის საელჩო საქართველოში (3)
· უნგრეთის საელჩო საქართველოში (7)
· მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია (2)
· ფუნდამენტური უფლებების ცენტრი (7)
არჩევნებს დააკვირდება 23 ადგილობრივი ორგანიზაცია:
· „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (2 973)
· „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“ (11)
· „ასოციაცია თავისუფალი თაობა“ (816)
· „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“ (5)
· „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“ (3
· „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“ (2)
· „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ (2 902)
· „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (31)
· „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი“ (25)
· „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ (140)
· „საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი“ (72)
· „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის“ (151)
· „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ (8)
· „მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროფესიონალი“ (13)
· „დემოკრატიული მრავალფეროვნების კვლევის ცენტრი“ (1)
· „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ (130)
· „საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის“ (182)
· „წინ-სვლა“ (334)
· „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ (75)
· „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება“ (65)
· „საზოგადოებრივი დამცველი“ (4)
· „ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი“ (122
· „კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია საჩინო“ (20)
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი, 3 ათასამდე დამკვირვებელი ჰყავს ორ ორგანიზაციას: „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ და „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერს“. „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია არაერთ წინა არჩევნებსაც აკვირდებოდა და მათი წარმომადგენლები სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დარღვევებში არიან შემჩნეული. გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზეც იყო წარდგენილი. თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა და მხარი დაუჭირა გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც „უალტერნატივო“ უწოდა.
„ქართულ ოცნებას“ ღიად უჭერს მხარს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ასოციაცია თავისუფალი თაობის“ თავმჯდომარე შორენა მირცხულავა. ასოციაციის თავმჯდომარე Facebook-ზე მხარდაჭერას გამოხატავდა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას მიმართაც. ასოციაციას მუნიციპალურ არჩევნებზე 816 დამკვირვებელი ეყოლება.
დამკვირვებელთა რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა (334 დამკვირვებლით) „წინ-სვლა“, რომლის თავმჯდომარე შალვა კუჭაშვილი „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერია.
სხვა არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას 200-მდე დამკვირვებელი არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დაგვიანებული მიწვევის გამო, 4 ოქტომბრის არჩევნები ძირითადი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გარეშე ჩაივლის. 30-წლის განმავლობაში პირველად, არჩევნებს არ აკვირდებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები.
ამ თემაზე:
„ქმნიან დაკვირვების ილუზიას“ – 4 ოქტომბრის არჩევნები სანდო დამკვირვებლის გარეშე
