ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა – უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა

ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა – უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა
ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ 2009 წლის 6 მაისის აქციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოსთან მას უკნიდან ესროლეს ბეტონის ნამსხვრევები, რის შემდეგაც დაცხრილეს პლასტმასის ტყვიებით. „ერთი შურდული, კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ქონია ხელთ, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხელაწეული ხელებით აპროტესტებდნენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ახლა ვთქვა, რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ.
მე ზურგით ვიდექი პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვთქვათ უკვე პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა და ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად. შეჭრის მცდელობა ერთადერთი საწყალ უცნობს დააბრალეს, ფურცლით გადახტა და რა უქნეს თქვენ კარგად იცით. ის ყოფილა თურმე პოლიციის აღება სამმართველოსი.
მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს, რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, 14 ნაკერი დამადეს და მერე იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ მომენტში ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხვდა, მე უკვე ჩავიკეცე, გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მქონდა. თქვენზეც იძალადეს მაშინ, როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა, არ გინდობდნენ არც თქვენ ბატონო სოზარ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს