“ვინც ფეხზე ხართ და ისე კითხულობთ, დასხედით!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:

ვინც ფეხზე ხართ და ისე კითხულობთ ამ სტატუსს, დასხედით!
თავი მიდეთ სკამის საზურგეზე ან სავარძლის რბილობზე!.. და მომისმინეთ! სულ პუნქტ-პუნქტ ჩამოგიწერთ, რატომ ვერ დამარცხდება და ამ ვრცელ პოსტში ათი არგუმენტი გამომრჩება! მაშ ასე:

იმიტომ, რომ თავადაც აწარმოებს თავდაცვისთვის საჭირო იარაღის დაახლოებით 30 % – ს.

იმიტომ, რომ ჰყავს მოტივირებული ჯარი!.. რომელიც ხვდება, რომ მისი დამარცხება სამშობლოს დასრულებაა!

იმიტომ, რომ თუნდაც მხოლოდ ევროპა შეუვსებს მარაგებს! რთულად, მაგრამ, მაინც!

იმიტომ, რომ არათუ ზელენსკი, არამედ, სხვა რომელიმე პრეზიდენტიც არ მოაწერს ხელს კაპიტულაციის აქტს!

იმიტომ, რომ თავად რუსეთსაც დიდად არ ჰყოფნის ძალები, რომ ჯერ აიღოს და მით უფრო გააკონტროლოს მთელი უკრაინა!

იმიტომ, რომ სულ რომ მოკლან პრეზიდენტი ზელენსკი და ჯარი რომც დაშალოს ვინმე სხვამ, “ახალი ბანდერები” გაჩნდებიან! ვინ იცის, იქნევ სასტუმრო “მასკვას” “სევერთანაც” კი!

იმიტომ, რომ თუ გაძლებს 2028 წლის ბოლომდე და აუცილებლად გაძლებს, ტრამპს აუცილებლად შეცვლის ნორმალური და ადეკვატური რესპუბლიკელი ან დემოკრატი!.. და არა ჯეი დი ვენსი ან, მით უფრო, მასკი!

იმიტომ, რომ, თავად ტრამპი თავისითაც მოვა ცოტა ჭკუაზე…

იმიტომ, რომ ათობით რესპუბლიკელი და ათობით დემოკრატი სენატორი მალე ჩაერევიან პროცესში!

იმიტომ, რომ რუბიოს მალე დაუბრუნდება სითამამე!

იმიტომ, რომ თავად პუტინი არ დაასრულებს ომს თუნდაც უკრაინისათვის მიუღებელი პირობებით! რუსეთს ხომ მთელი უკრაინა უნდა!

იმიტომ, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაც კი, სრულად დააფინანსებენ უკრაინის სოც.ხარჯებს! ხოლო ომის ხარჯებს, მთელი ევროკავშირი – ნაწილობრივ!

იმიტომ, რომ თურქეთი არ დაუშვებს ს ჰეგემონიას შავ ზღვაზე!

იმიტომ, რომ რუსეთი შიგნიდან აფეთქდება ეკონომიკური პრობლემების გამო!

იმიტომ, რომ სულ რომ 164 ჯარისკაცი დარჩეს უკრაინას, 164-ვეს ეცოდინება დრონების მართვა და რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა!

იმიტომ, რომ შიში არ არის უკრაინაში! ხოლო რაც არის – ზიზღი, საკმარისია პუტინის ამოთხრისათვის!

და ბოლოსწინა იმიტომ, რომ სამი დღის წონ ბიძინამ ნახა მეშვიდე სიზმარი ბოლო 69 წელში!.. და იქ იწვოდა კრემლი!