11
მსახიობი, შოუმენი, ნიკა ქავთარაძე:
საკმარისია, სრულიად აპოლიტიკური პოსტი/ვიდეო დავდო საჯაროდ, სადაც კომენტარების დაწერა ნებისმიერს შეუძლია, ეგრევე წლების განმავლობაში პროპაგანდით გაბოროტებული ადამიანების და ტროლ-ბოტების შემოსევაა.
მლანძღავენ საშინლად.
მოკლედ, ორი მესიჯი აქვთ:
1. ბარიგა
2. სლოტები
არასდროს დამიწერია ამ თემაზე და დავწერ ერთხელ და უკანასკნელად.
დავიწყებ მეორედან:
“სლოტები” – რამდენიმე წელი, ვიყავი სტრიმერი. უამრავმა თქვენგანმა არც იცის. რადგან კონკრეტული წრისთვის იყო, მაგ მიმართულების სტრიმების მოყვარულებისთვის. მე არც აზარტული თამაშების მოწინააღმდეგე ვყოფილვარ როდესმე და არც სტრიმების. ანუ რამე ცოდვად, შეცდომად არ ვთვლი. ვიცი, მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც ეზიზღება თამაშები.
მაგრამ თუ მსოფლიო ჩემპიონებს შეიძლება გულზე ეწეროთ, თუ ჩემპიონატებს შეიძლება ერქვას, სტრიმიც შეიძლება, ჩემი აზრით.
სწორედ ადამიანების ემოციებზე ითამაშა ბიძინამ, როცა რეკლამები აკრძალა და ტელდვიზიებს სარეკლამო ბიუჯეტები მოუსპო.
არა, ბიჭოს, სულ ხალხის ჯიბეზე დარდობდა
კიდევ ერთხელ, მესმის ყველასი, ვისაც არ მოსწონს. მაგრამ მე მაგის გამო არ მცხვენია და რა ვიცი, როდესმე ალბათ გაცვდება ეგ “ლანძღვაც” თან მგონი 2 წელია, რაც აღარ ვარ მაგ საქმეში.
ახლა “ბარიგა”
14 წელია მთავრობაა, რომელსაც ვეზიზღები იმდენად, რომ მებრძვის ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ერთ წამიანი დაფიქრებაა საჭირო, რომ გაიაზროს უტვინომაც კი – რას მიზამდნენ, მე რომ მსგავსი რამე მექნა. ჯერ ხომ ყველაზე ხმაურიანად დამიჭერდნენ, მერე კიდე, იმდენ წელს მომისჯიდნენ, სამაგალითოდ, ჯერ მეხუთედი არ მექნებოდა მოხდილი.
თან “ბარიგობა” შემოსავალია, ფულია, მანქანაა, სახლია, რა ვიცი – ყველა ბანკის შავ სიაში რა უნდა უსახლკარო და უფულო “ბარიგას”?!
თან ბოლო 10 წელია, “გირჩის” ლიბერალური ნარკო-პოლიტიკის მხარდამჭერი ვარ. წლები სპიკერი ვიყავი. მაგ საბაბით ორჯერ დამიჭირეს. ბავშვების თვალწინ წამიყვანეს. გამატიტვლეს და შეურაცხმყვეს. რამე შანსი რომ ყოფილიყო, არც ჩადებაზე იტყოდნენ უარს.
ხოდა, ვისაც ეგ გჯერათ ცდებით ძალიან.
ვინც სხვებს ეუბნებით მაგ ტყუილს, მოგი@&ანთ ბოროტი სულები.
და თუ ვინმესთვის მოყიდული მაქვს და არ თქვათ, შეგცათ სუსის იმ განყოფილებამ, რომელიც გავალებთ ამის წერას.
წამლის გაყიდვის პრეცედენტები ოჯახში ნადვილად მაქვს – მამა და დედა წლები იყვნენ ფარმაცეფტები, მუშაობდნენ აფთიაქში და ჰყიდნენ წამალს



