,, ვინც საქართველოს ერთიანობის მტრებს ძმებს უწოდებთ ეგეთი ძმები არ მოგიშალოთ” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,ირაკლი მ 26 მაისს განაცხადა, რომ 2030 წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად უნდა ვიცხოვროთო ერთიან საქართველოშიო…
ბევრჯერ მითქვამს ვინც საქართველოს ერთიანობის მტრებს ძმებს უწოდებთ ეგეთი ძმები არ მოგიშალოთ ღმერთმა მეთქი (აქ ეროვნებას არ ვგულისხმობ, არამედ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ სეპარატისტ, საქართველოს ერთიანობის მტრებს) მაგრამ ახლა სხვა რამეა აღსანიშნავი, როგორ უპასუხეს რუსეთში ამ განცხადებას.
ქართველ პრორუსებს რომ ჰკითხო, თუ დასავლეთთან საქართველო ხისტ პოზიციას დაიჭერდა და რუსეთთან ურთიერთობას ოდნავ დაათბობდა, რუსეთთან “ადვილად დავლაგდებოდით”. რა ნაბიჯებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, გინდა რუსეთ–უკრაინის ომის დროს, გინდაც ახლა კანონის გამო დასავლეთთან დაპირისპირების მიმართულებით, წესით კობახიძის განცხადებაზე ს მხრიდან პოზიტიური გზავნილები თუ არა, როგორც მინიმუმ დუმილი მაინც ხომ უნდა მოჰყოლოდა?
არანაირად, აგერ იხილეთ:
კონსტანტინ ზატულინი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): „არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი”.
გრიგორი კარასინი (რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი): „ვერავინ აუკრძალავთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან – ეს მხოლოდ მსჯელობაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!