ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს

ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს
ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზებაიჯანელი, ისე თურქი მეგობრების მხრიდან, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო.
„დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც.
თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა – მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი ში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე