ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ქსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
ქართველიშვილის თქმით, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
„პირდაპირ ვამბობ – ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, პოლიტიკოსი იქნება ეს, ენჯეოშნიკი თუ საელჩოს თანამშრომელი, ყველა იქნება გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის და დედა ეკლესიის მოწინააღმდეგე. ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ნაძირალა. დიდი ლუსტრაცია იწყება!“-წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს