“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ლელოში დარჩება ის, ვინც თვლის, რომ შეუძლია ებრძოლოს პოლიტპატიმრებს, მათ ოჯახებს, ვინც თვლის, რომ უნდა შეებრძოლოს და ბიძინას არჩევნებისთვის, მოუგოს საკუთარ ხალხს!
დაკიდება ლაითია, დაკიდება იყო აქამდე და ბევრმა შეძლო სამწუხაროდ.
ახლა მათ მოუწევთ წინ დაუდგნენ და ბიძინას არჩევნებისთვის გააჩუმონ პატიმრები, ოჯახები, აქტივისტები, ყველა, ვინც ბოიკოტშია.
ბოიკოტის ხალხი დგას მათსა და ბიძინას არჩევნებს შორის და ამ ხალხზე გადავლა დააანონსა დღეს ლელომ
ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?
საერთოდ არ გეკითხებით არაფერს იმ 8 პარტიაზე, არც ვიცი ჯერ მათი სტრატეგია, ჯერ გაბრაზებული ხალხის მოსმემას ვერ ავუდივარ!
თქვენ დაიწყეთ საკუთარ ხალხთან ჭიდაობა და საკუთარი ხალხის ნებაზე ძალადობა და მინდა, ლელოს ნებისმიერმა წევრმა, რომელიც პარტიაში რჩება, ზუსტად იცოდეს რაზე აწერს ხელს! და საკუთარ თავს ჰკითხოს – ნაღდად არის ამაზე წამსვლელი?
და რის ფასად?