“ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე” – ეკა ხერხეულიძე

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, ეკა ხერხეულიძე:

სრული სიბრიყვეა ცალკეული ფრაზებით აღფრთოვანება და ე.წ კომისიაზე გამოცხადების გამართლება. ჰააგას და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზია არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და სიმართლის დადგენასთან არაფერი ესაქმება. ტყუილ-მართალის აზელვა მხოლოდ ქოცური პროპაგანდის საკვებია და არანაირი სარგებელი ხალხისთვის არ მოაქვს. არ არსებობს წესიერი ადამიანი, ვისაც აქამდე პასუხი არ აქვს კითხვაზე-“ვინ დაიწყო ომი”. ეს “კომისია” ასრულებს ოკუპანტი ქვეყნის დაკვეთას და უკვე დაწერილი დასკვნის გადახედვა იმის გათვალისწინებით არ მოხდება გამოცხადებული პირებიდან თუ ვინ რას იტყვის. მიზანი ერთია-რუსეთის სასარგებლოდ არგუმენტების გამყარება და მიხეილ სააკაშვილის ომის დამნაშავედ გამოცხადება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის შემდეგი-რეჟიმი მარტო უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ კითხვებთან ერთად და არ ჰყავდეს მოპასუხე. ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”