“ვინც ამას ვერ ხვდება, ამ ცხოვრების აზრზე არაა!” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, :
ჩვენი ჯგუფის სქრინი დავდე, მიხარია საქართველოს დროშას რომ EURO 2024-ის გვერდზე ვხედავ, მეამაყება.
აბა ფეხბურთი მე არ ვიცი და რა უნდა მიხაროდეს სხვა. დინამიკაში ვუყურებ ყველაფერს. საიდან სად მოვედით – მიხარია. მიხარია, რომ დასავლური კლუბები საქართველოს გულშემატკივრობენ. ამ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში ვხედავ. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი პოლიტიკაა – საქართველოს დროშა სად იფრიალებს ამას პოლიტიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვაფასებ ძალიან რომ აქ ვართ და ეს მიხარია. ეს სიხარული რომ გამოვხატე, მომადგნენ, რა გიხარია ბოლო ადგილზე ვართო. ამ ადამიანებს მინდა მეგობრულად ვუთხრა – წარმატებას დინამიკაში თუ არ უყურეთ და პროგრესის, წინ გადადგმული თითოეული ნაბიჯის დაფასება არ ისწავლეთ, სულ ლუზერებად დარჩებით. მოკლედ, დღეს რომ ქართველები რონალდოს დამარცხებაზე ვფიქრობთ და თუ ეს არ მოხდა, ცუდ ხასიათზე ვიქნებით ცალსახად გასახარი ამბავია! ვინც ამას ვერ ხვდება, ამ ცხოვრების აზრზე არაა! საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი, რომელიც დღეს მოედანზე ირბენს, მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა და პოზიციისა, არის საქართველოს დროშის მატარებელი და მისი წარმატება საქართველოს წარმატებაა. და ეჭვი არ მეპარება, რომ არავის დედამიწის ზურგზე არ უნდა დღეს გამარჯვება ისე, როგორც საქართველოს ნაკრებს და მის მწრთვნელს, მიუხედავად იმისა, რა შეეშლებათ!
Go Georgia!