ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა –

ევროპელი ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში გამოაცხადებენ. სანამ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუფორმებს, თბილისში დისკუსიის საგანი ისევ ის არის, თუ ვინ შეუერთდება 9 დათქმის შესრულების პროცესს.
ოპოზიციის ნაწილი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის წინაპირობად, მათი ინიციატივების განხილვას ასახელებს. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადები და პასუხისმგებელი უწყებებიც. 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს მმართველ გუნდს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რეკომენდაციების შესასრულოებლად სამუშაო პროცესში ჩართვის სურვილი ვისაც ექნება, კარი ყველასთვის ღიაა.
“რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოწვეულია, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პროცესში. ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა. როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებისას ვნახეთ წარმატება, ევროკომისიის დასკვნა და ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ასევე წარმატებულად განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციას. ერთადერთი, რისიც გვეშინია და რისკები არსებობს, არის ის, რომ კვლავ ვნახავთ ოპოზიციას და რამდენიმე აქტივისტურ ჯგუფს, რომლებიც ხელს შეუშლიან რეკომენდაციების შესრულებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ისევე წარმატებით შეძლოს ხელშეშლის არიდება, როგორც ეს 12 რეკომენდაციის შესრულების დროს მოხდა,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს