ვინმესთან თანამშრომლობაზე უარს არ ვაცხადებ, უბრალოდ ვის ვეთანამშრომლო? – „ლელო“ „გასულია“, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი გასჭირვებიათ, სხვები დამალულები არიან – ვახტანგ მეგრელიშვილი
„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩი“ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა ვერ ხედავს პოლიტიკოსებს, ვისთანაც ამ საკითხზე დიალოგი შესაძლებელია.
როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განმარტა, პრობლემა ბარიერის გადალახვა კი არ არის, არამედ ქვეყანაში პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანი არ არიან.
„არ ვაცხადებ უარს, რომ ვინმესთან არ ვითამშრომლებ. უბრალოდ, ერთ ადამიანს ვერ ვხედავ, ვის ვეთანამშრომლო?! სხვები დამალულები არიან, „ლელო“ „გასულია“. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი გასჭირვებიათ, საერთოდ არაფრისთვის სცალიათ, საკუთარი შიდაპარტიული სკანდალები აქვთ. ფიზიკურად არ არსებობს ხალხი. პრობლემა ბარიერი ან სხვა რამ კი არ არის, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანი არ გვყავს. ხელისუფლების ხელში აღების ნება აქვს ბიძინას, მიშას და სხვები დაქირავებული თანამშრომლებივით არიან“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი განმარტებით, ის სხვადასხვა პარტიებთან საჯარო საუბარს ითხოვს, მაგრამ მსურველი არავინ არის.
„თქვენი შექმნილია ეს პოლიტიკოსები, სინამდვილეში არც კი არსებობენ. თუ არ გჯერა, ფული, სანაძლეო დავდოთ და გაჩვენებთ, ვინც არიან, საერთოდ არავინ. მე როგორ უნდა მეშინოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ამ იდიოტების ხელში“, განაცხადა მეგრელიშვილმა