კაი ბატონო, არაა რუსული კანონი, მაგრამ, გამაგებინეთ რა აუცილებლობაა ამ კანონის მიღების როდესაც 2018 წლის ივნისში ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი არაკომერციული (არასამთავრობო ) ორგანიზაციების ფინანსური სტანდარტების და ვალდებულებების შესახებ სადაც 26 გვერდზეა გაწერილი პუნქტობრივად როგორ და რანაირად უნდა წარადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსური აღრიცხვები, ყოველი თეთრის წარმომავლობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ფაქტიურად 2018 წელს მივიღეთ კანონი ფინანსური გამჭვირვალეობის შესახებ და ამ კანონში არა მარტო დაფინანსების 20%-ზე მეტზეა საუბარი არამედ ყოველ თეთრზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს გნებავთ უცხოეთიდან და გნებავთ საქართველოდან. სხვათაშორის საკმაოდ მკაცრი კანონია და უსერიოზუკესი ვალდებულებები ეკისრებათ არასამთავრობოებს ფუნანსურ გამჭვირვალეობაზე.. ხო და ახლა მე მაქვს კითხვა საქართველოს მთავრობა .. კანონი 2018 წელს თქვენს მიერაა ინიცირებული და მიღებული. ქართულ არასამთავრობოებს იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულებები აკისრიათ ვიდრე დავუშვათ ფრანგულ ან გერმანულ არასამთავრობოებს.. ანუ ნებისმიერი შემოსული თეთრი და ცენტი ამ კანონით გამჭვირვალეა და კონტროლდება .. ხო და აი რა აზრი აქვს ამ ახალი კანონის შემოტანას, რომელიც ასევე გულისყურით წავიკითხე და იმ კანონზე მაღალი სრანდარტი ვერ აღმოვაჩინე გამჭვირვალეობის კუთხით ვიდრე 2018 წელს მიღებულ კანონშია გათვალისწინებული.. ანუ რა გამოდის, მოქმედი კანონის აღსრულებას ვერ უზრუნველყოფთ და ახალი კანონი გვჭირდება?.. თანაც იმაზე უარესი ვიდრე გვაქვს?.. მაშინ სადაა გარანტია რომ, ეს ახალი კანონიც მიღების შემთხვევაში ასევე დარჩება “აღუსრულებლად”? .. ვინმემ სერიოზულმა და საქმეში გარკვეულმა ადამიანმა მიპასუხეთ რაა და არა ქოცნმპოსტავებმა და ამ ჩემის ათასხუთასლარიანმა ქოც ექსპერტობამ