ვინიცაში რუსული დრონებით დარტყმა იყო პოლონური კომპანიის ქარხანაზე

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსული დრონებით დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე პოლონური კომპანიის, Barlinek-ის ქარხანა იყო. ეს კომპანია ხის იატაკს აწარმოებს.
ვინიცაში მდებარე ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ ცნობილი გახდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტიდან.
მინისტრის ინფორმაციით, ქარხნის ხელმძღვანელმა უამბო, რომ საწარმოზე განზრახ შეტევა იყო სამი მიმართულებიდან. არიან დაშავებულები, მათ შორის ორს ძლიერი დამწვრობა აქვს.
„პუტინის დანაშაულებრივი ომი ჩვენს საზღვრებს უახლოვდება“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
16 ივლისს, შუაღამის შემდეგ ს ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე ვინიცაზე, კრივოი-როგსა და ხარკოვზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ვინიცაში ჰოსპიტალიზებულია 8 დაშავებული. დრონებით დარტყმა იყო ორ სამოქალაქო საწარმოზე, სადაც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს