“რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა “ნაპოლის” ცენტრალურ მცველ ხუან ჟესუსს დაურეკა და გაამხნევა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, “პარტენოპეისა” და “ინტერის” მატჩში, “ნერაძურის” ფეხბურთელმა ფრანჩესკო აჩერბიმ ბრაზილიელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.
“ხუან ჟესუსმა ვინისიუს ჟუნიორისგან ზარი მიიღო, “რეალის” შემტევმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა, ისევე, როგორც “მილანის” მეკარემ, მაიკ მენიომ”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ინციდენტის გამო აჩერბი იტალიის ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს.