“ვინისიუსი მეტოქეებს საშინელ რაღაცებს ეუბნება” – სერხიო აგუერო

“მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ მადრიდის “რეალის” შემტევების ვინისიუსისა და როდრიგოს შესახებ ისაუბრა.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ბრაზილიელი ფეხბურთელები მეტოქეების პროვოცირებას ახდენენ და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს საშინელ სიტყვებს ეუბნებიან.
“ისინი მეტოქეებს შეურაცხყოფას აყენებენ, თუმცა ამის შესახებ ყველა დუმს. მაგრამ როგორც კი მათ წინააღმდეგ წესები ირღვევა, მაშინვე სადამსჯელო ზომებს იღებენ”, – განაცხადა აგუერომ.