ვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე რასიზმის შესახებ ისაუბრა.
“შაბათს ესპანეთში რასიზმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. “სევილიას” მთავარ მწვრთნელს კიკე სანჩეს ფლორესსა და ამავე გუნდის ფეხბურთელს მარკოს აკუნიას მხარს სრულად ვუჭერ.
პოლიციელებმა ტრიბუნებზე რასისტები უნდა მოძებნონ და სანამ მოედანს არ დაატოვებინებენ, თამაშები არ უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტები სტადიონიდან პირდაპირ ციხეში გადაინაცვლებენ, იქ, სადაც მათი ადგილია”, – განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, გუშინ “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორს მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში