ვინისიუსი: დიახ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ!

Fifa-ს ვერსიით მადრიდის “რეალის” შემტევი ვინისიუსი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ბრაზილიელმა გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“მოვედი, ვნახე, დავიპყარი. დღეს ვწერ იმ პატარა ბიჭის სახელით, რომელიც თავის კერპებს უყურებდა, თუ როგორ სწევდნენ არ პრესტიჟულ ჯილდოს.
მისი დროც, უფროსწორად, ჩემი დროც დადგა! დროა ვთქვა, დიახ, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ამისთვის ვიბრძოდი!
ცდილობენ ჩემს დამცირებას, მაგრამ ვერავინ მეტყვის რისთვის ვიბრძოლო, როგორ მოვიქცე. როცა სან გონსალოში ვცხოვრობდი, სისტემა არ ზრუნავდა ჩემზე. კინაღამ გადამყლაპა.
მე გავიმარჯვე
საკუთარი თავისთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. ამ გზაზე მხარს მიჭერდნენ ფლამენგო, მადრიდის “რეალი”, ბრაზილიის ნაკრები, ასობით ჩემი პარტნიორი, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიყვებიან ჩემს რუტინას, ვინც ჩემით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით აღფრთოვანებულნი არიან”, – წერს ბრაზილიელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში