ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან

“გლობოს” ცნობით, “რეალის” გარემარბი ვინისიუსი წარმოშობით კამერუნიდან ყოფილა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ურუგვაისთან მატჩამდე (1:1) დნმ-ის ტესტის ჩაბარების შედეგად შეიტყო.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანია ეროვნული გუნდის წევრებმა თავიანთი წარმომავლობა დაადგინონ. ამაში დახმარება კომპანია AfricanAncestry.com-მა გაუწია, რომელიც გენეტიკური ტესტების ჩაბარებითაა დაკავებული.
გაირკვა, რომ ვინისიუსის წინაპრები კამერუნის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ტიკარის (ტუმუს) ტომს განეკუთვნებოდნენ. მას ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი ოფიციალურად გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში