ვინისიუსის შეურაცხყოფისათვის “მალიორკას” ფანს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მალიორკას” გულშემატკივარს, რომელმაც ვინისიუს ჟუნიორს (რეალი) და სამუ ჩუკვუეზეს (მილანი) რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა, 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მას ასევე სტადიონზე შესვლა აეკრძალება. ორივე რასობრივი შეურაცხყოფა 2023 წლის თებერვალში მოხდა.