ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება საარჩევნო უბანი

ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება საარჩევნო უბანი
ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია, კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს.
„თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია V-Dem დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა – საქართველომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ისტორიული მაქსიმუმი დაიმსახურა