„ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა“ – სერგეი ლაგოდინსკი

„ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა“ – სერგეი ლაგოდინსკი
ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს.
„მზია ამაღლობელს ახლახან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა. მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად მოქმედებს: საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქტივებს ართმევს“, – წერს ლაგოდინსკი.
მისი თქმით, „საქართველოს მმართველმა პარტიამ სისხლისსამართლებრივი დევნის გზა უნდა მიატოვოს და მედიის თავისუფლებას პატივი სცეს“.
ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.