„ვიმედოვნებ „ჭორტაულის ვენახების“ ღვინოები მალე ამერიკის ბაზარზე მოხვდება“ – ალეკო ცქიტიშვილი

საოჯახო მარნის „ჭორტაულის ვენახების” მეღვინემ, ალეკო ცქიტიშვილმა კახეთში, ბაკურციხეში, ჭორტაულის მიკროზონაში ვენახები 2020 წელს გააშენა. გასულ წელს 1.5 ტონა ღვინო აწამოა, რაც მისი თქმით საოჯახო მარნისთვის კარგი შედეგია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, 5 წელიწადში წარმოების 5 ტონამდე გაზრდა სურს. უახლოეს გეგმებშიკი ამერიკასა და ევროპაში ექსპორტი და იშვიათი ვაზის ჯიშებას გაშენებაა.
„ჩემი საოჯახო მეურნეობა არის კახეთში, სოფელ ბაკურციხეში. ზვარი, ანუ ის მიკროზონა, სადაც ვენახია გაშენებული არის ჭორტაული, შესაბამისად ღვინოს სახელწოდებაც „ჭორტაულის ვენახები“ დავარქვი. ეს არის მცირე მიკროზონა, დაახლოებით 30 ჰექტარი იქნება. აქ მოვხვდი მეგობარი ენთუზიასტებს ჯგუფთან ერთად. „ღვინის კლუბის და, მათ შორის, ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ იშვიათი ვაზის ჯიშები გაგვეშენებინა სადმე და შემდეგ ამ ყურძნისგან ღვინო დაგვეყენებინა“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
მისი თქმით, „ქართულის ვაზის ფონდის“ ისტორიის გარეშე მისი საოჯახო მევენახეობის ისტორია არ იწყება. ის ისტორია, რომელიც 2010 წლიდან ბაკურციხეში მეგობრებთან ერთად გამოიარე ორგანულად არის მისი საოჯახო მარნის „ჭორტაულის ვენახების“ ისტორიის დასაწყისი. ალეკო ცქიტიშვილი გვიყვება, რომ 14 წლის წინ, ბაკურციხეში 10 იშვიათი ვაზის ჯიში გააშენეს, 2015 წელს პირველი ღვინოები დააყენეს და „ქართულის ვაზის ფონდმა“ და იმ ვენახმა დიდი როლი ითამაშა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციაში.
„ნატურალური „მცვივანი კახური“ ბაზარზე ჩვენ გამოვიტანეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და „ქართული ვაზის ფონდის“ დამსახურებაა, რომ მცვივანი კახური ახლა სხვა მარნების ყურადღების ქვეშაა. ასევე ღვინის თეთრი უიშვიათესი ჯიშია, ახლაც კი რამდენიმე მარანს აქვს გაშენებული. ასევე ბუდეშურისებრი საფერავის და ვარდისფერი რქაწითლის ღვინოების წარმოებაშიც ერთ-ერთ პირველები ვიყავით“, – იხსენებს ალეკო ცქიტიშვილი.
სამომავლოდ მის ინტერესშია ქვევრის ღვინის დაყენება. ამ ეტაპზე ჭორტაულის ვენახებში რქაწითელი, საფერავი, ბუერა და მწვანე კახურის ჯიშები აქვს. ღვინოებში იყენებს ასევე ქისსაც.
მისი თქმით, „ჭორტაულის ვენახების“ ღვინოები იყიდება თბილისის ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში, თუმცა საექსპორტო გეგმებიც აქვს და დიდი იმედი აქვს, რომ მალე მისი ღვინო -ს ბაზარზე მოხვდება.
„რამდენიმე რესტორანში იყიდება ჩემი მარნის ღვინოები, მათ შორის g.Vino, ღvino Underground-ში, ფაბრიკას ტერიტორიაზე ღვინის ბარ „საამურში“. ძალიან მიხარია, რომ ჭორტაულის ვენახების მიმართ ასეთი მოწონება და ინტერესია.
ახლახან მქონდა ამერიკელ იმპორტიორებთან შეხვედრა. ეს არის პროექტი, რომელსაც USAID და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ახორციელებს და სწორედ USAID-ის დახმარებით ხდება პირდაპირი კომუნიკაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებთან და მარნებთან. მათი ინიციატივით საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი იმპორტიორები, რომელთაც შესაძლოა ქართული ღვინო გაიტანონ ამერიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ პროექტმა განვითარება პოვა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დეგუსტაციაზე, რომელიც კარდანახში ჩატარდა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ბუნებრივმა ღვინოებმა. შესაბამისად მაქვს იმედი, რომ ჩემი ვენახის ღვინოები მალე ამერიკის ბაზარზე მოხვდება და, რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზეც შევიტან ღვინოს, ოღონდ არა რუსეთში“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
ალეკო ცქტიტიშვილმა გასულ წელს „ჭორტაულის ვენახების“ 1.5 ტონა ღვინო აწარმოვა, 5 წელიწადში წარმოების 5 ტონამდე გაზრდას გეგმავს, ღვინის ფასს რაც შეეხება 1 ბოთლის ფასი 20-25 ლარია.
„2023 წლის მოსავალი 1.5 ტონა იყო, რაც საოჯახო მარნისთვის საკმაოდ კარგი რაოდენობაა. უახლოეს 5 წელიწადში ვგეგმავ, რომ 5 ტონამდე ავიდეს ღვინოს რაოდენობა და 10 წელიწადში 10 ტონას არ უნდა გადააჭარბოს, რადგან 10 ტონაზე მეტი წარმოება უკვე საოჯახო მარნის მასშტაბებს სცდება.
რაც შეეხება ფასებს, ბაზარს ვთავაზობ ღვინოს 20-25 ლარის ფარგლებში, თუმცა მაღაზიაში ფასნამატი აქვს თავისი და მინახავს ჩემი ღვინო 35, 40, 50 ლარადაც, გააჩნია სად მდებარეობს და რა ხარჯები აქვს ამა თუ იმ რესტორანს“, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
ფოტოზე – კარდენახის დეგუსტაცია