ვიმედოვნებ, რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევენ, ეს EU-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა – როიტენი

ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს. ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის გაწვევა ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზაა.
“გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ ს ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,” – წერს X-ზე როიტენი.