ვილნიუსის აეროპორტთან კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ვილნიუსის აეროპორტთან კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ლიეტუვის პოლიციაზე, საგანგებო სამსახურებზე და აეროპორტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგიდან მიფრინავდა, ვილნიუსის აეროპორტთან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სახლში მყოფი პირებიდან ყველა გადარჩა.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:30-ზე მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ