საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი: “დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემდეგ ასე გაგრძელება რთულია და ამას ველოდით. რთულია, დიდი წვეულების შემდეგ ყოველდღიურობას დაუბრუნდე. თაობათა ცვლა გვაქვს, წავიდნენ გველესიანი და კვირკველია, კაშიას ასაკი მოემატა. დაცვაში კარგი ახალგაზრდები გვყავს. ნაკრების გარემოს ადრევე უნდა შეეჩვიო და ნარიმანიძე აქ ამიტომაცაა. სიგუას ახლა კარგი პერიოდი აქვს, მის მწვრთნელს ვესაუბრე.
მეორე ადგილის თეორიული შანსი გვაქვს. რთული პერიოდი გამოცდილებაა, ჩვენ ახლა შენების პროცესში ვართ და ამას გავაგრძელებთ. თუ გამოვა, ძალიან კარგი. როცა სამმცველიან ტაქტიკაზე გადავედით, ცუდად წავაგეთ, მაგრამ სულ მჯეროდა, ეს გაამართლებდა. პირველი წელი კარგი არც ლუის ენრიკე ჰქონია.
ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კონცენტრაცია, აგრესია და სხვა ფაქტორები. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტ წარმატებას რომ მივაღწიოთ კუთხურებზე საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სტანდარტულების დროს ტაქტიკა არ შეგვიცვლია, აქედან გამომდინარე პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ დამოკიდებულებაშია. როცა გველესიანი, კვირკველია და მაღალი ფეხბურთელები წავიდნენ, პრობლემა გამოჩნდა და ამ საკითხზე მეტად უნდა ვიმუშაოთ
ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი სტანდარტულებისთვისაც გვჭირდება და სხვა რამეებისთვისაც, მაგრამ ფედერაცია ინგლისურ კლუბებს ვერ შეეჯიბრება. 6 თვის წინ სტანდარტულების დროს ჩვენ პრობლემებზე არავის საუბრობდა, პირიქით, გაკვირვებულები იყვნენ.
აზაროვი “შახტარში” სკამზე იყო და თვეში საშუალოდ ერთ თამაშს თამაშობს, რაც შემდეგ ფიზიკურად საკმარისი არაა იმ დავალებებისთვის, რასაც მისგან ვითხოვთ. დვალმა ესპანეთის ნაკრებთან ჩემი დავალებები კარგად ვერ გაიგო და შეასრულა. ის ძალიან მიყვარს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და დაბრუნდეს. ლაშა ძალიან კარგი იყო საბერძნეთთან და შემდეგაც და ერთ-ერთია იმათგანია, ვინც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძველებურ ფორმაში აღარაა.
გვინდა, გოჩოლეიშვილს მეტი დრო მივცეთ. მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ მარცხნივ იმათზე კარგია, რომლებიც მარცხენა ფეხით თამაშობენ.”
ალექსანდრე იაშვილი: “მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, იგი მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება.”
· ბორია წიფურია ხოხ?! მეორე ადგილის შანსი გვაქვსო? მუჭორექი ვილი… აბი გლიუკოზა
· + ასეთი შედეგი დადო რომელიმე მწვრთნელმა?? ვიყოთ სამართლიანები. მალევე გვავიწყდება ყველაფერი….დიდგორის ომში მონაწილეობდნენ ფრანგები.გვაკლია ყივჩაღები და ოსები. :)))
· გია შეუცვლელი არავინ არი
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
დღეს, თურქეთი VS საქართველო – რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას – ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
“კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია




