ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ეროვნული ნაკრები სექტემერში დაგეგმილი შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სანიოლის გუნდი 4 სექტემბერს თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთთან. ორივე შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ-ი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, ) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), საბა ხვადაგიანი („მაქაბი-ნეთანია“, ).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ), (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
1tv.ge