ვილი სანიოლი: უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
სთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.
ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს
და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია.
ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე თავი დაღლილობამ იჩინა და მცირე პრობლემაც ამით იყო გამოწვეული. ასე რომ, კიტეიშვილი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის”.
nakrebi.ge