ვილი სანიოლი დისკვალიფიკაციის გამო 7 სექტემბერს ბულგარეთთან მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 7 სექტემბერს ბულგარეთთან გასამართი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე არ იქნება.
ფრანგ სპეციალისტს თურქეთთან მატჩის (2:3) მსვლელობისას იტალიელმა მსაჯმა,ვ დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შინ ბულგარეთს მიიღებს – მატჩი 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.