“ვილაპარაკოთ სიმართლე” – სუსის “სპეცოპერაციის” დეტალები – რა იყო დაგეგმილი და რა მოხდა რეალურად წალენჯიხაში?

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, რომელმაც პირველი განცხადება, მერიის ორი თანამშრომლის დაკავების თაობაზე, დაკავების დღესვე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გაემიჯნა დანაშაულს, მზაობა გამოთქვა გამოძიებაში მონაწილეობისა და ჩართულობის და ასევე, საზოგადოებას დაპირდა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა, სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს: “ნებისმიერ დანაშაულს ვემიჯნებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე”. მისი ინფორმაციით, სუსმა მოახდინა დანაშაულის პროვოცირება, შემდგომში, თვალსაჩინო, მასშტაბური “სპეცოპერაცია” დაგეგმა ორი თანამშრომლის დასაკავებლად მერიის შენობის წინ, და საბოლოოდ კი, დააკავა ის ადამიანები, რომლებიც არც გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და ფიზიკურად ვერ შეასრულებდნენ იმ დავალებას, რომელი დავალების შესრულებასა და ამისათვის თანხის აღებაში მათ სუსი ედავება,
სამწუხაროდ, ქართული ოცნება კაგებეშნიკური მეთოდებით განაგრძობს ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის გაშავებას და საზოგადოებაში მცდარი აზრის დამკვიდრებას. ,,კორუფცია წალენჯიხის მერიაში“ – ამ სლოგანისთვის ქართულმა ოცნებამ გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი, რამლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუსიდან სპეციალურად მოვლენილი აგენტი. მათი ამოცანა ჩემი და ჩემი გუნდის წევრების კორუფციაში მხილება იყო, თუმცა როდესაც მიხვდნენ, რომ წალენჯიხის მერის გუნდი, ქართული ოცნების ჩინოვნიკებივით ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულნი ხელისუფლებაში, მათ გაწირეს ორი რიგითი თანამშრომელი. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულს, მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება. ხსენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, მაგრამ მისი გასხვისების პროცედურა არ დაწყებულა. არ არსებობს აქტი, ინიციატივა ან ხელმოწერა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა მიწის გასხვისება. აღსანიშნაცია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ რიგით თანამშრომელს არ შეუძლია მუნიციპალური უძრავი ქონების გასხვისება. ამისათვის საჭიროა საკრებულოს თანხმობა და შემდგომ უკვე ელექტრონული აუქციონის გამართვა. ამ პროცესში კი მერიის ჩართულობა სრულიად გამორიცხულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რეალურად რას ემსახურებოდა მერიის წინ, დემონსტრაციულად, რამდენიმე ათეული სამართალდამცავის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით ორი რიგითი თანამშრომლის დაკავება. წალენჯიხის მიდგომა საერთო ქართულ პოლიტიკოსთან, წალნეჯიხის მერია და წალენჯიხელების გზა აუცილებლად გაიმარჯვებს.
http://