ვილაპარაკებთ, რატომ გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი და რატომ ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს | ნიკა გვარამია საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგულ ინსტიტუტში მიმდინარე დებატებზე

ვილაპარაკებთ, რატომ გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი და რატომ ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს | საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგულ ინსტიტუტში მიმდინარე დებატებზე
საქართველოს პერსპექტივები ევროკავშირში და გაერთიანების მნიშვნელობა ქვეყნისთვის – ამ თემებზე ისაუბრებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარიზში, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტში, სადაც საქართველოზე დებატები იმართება.
შეხვედრის დაწყების წინ, ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და გერმანიის როლს მისაღებ გადაწყვეტილებებში და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის რა უნდა ქართველ ხალხს და როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. საუბარი შეეხება რუსულ პროპაგანდასა და მის გავლენას საქართველოზე.
“საფრანგეთი და გერმანია ყველაზე დიდი აქტორები არიან ევროკავშირში, ყველაზე გავლენიანი ევროკავშირში მისაღებ გადაწყვეტილებებზე. მათი ინფორმირება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, რა უნდა ქართველ ხალხს და როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება, როგორია ს ჩართულობა, მათ შორის, პროპაგანდისტული კუთხით, ამაზე ინფორმაციას მივაწოდებ პირადად მე. ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია წარმოდგენილი ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე თორნიკე გორდაძე. ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რას პერსპექტივები აქვს საქართველოს და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს როლი ევროკავშირში, რატომ გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი და რატომ ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
დებატებს ესწრებიან ენმ-ის საგარეო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და ჟაკ დელორის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი თორნიკე გორდაძე.