ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს

ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, მიმდინარე სეზონში “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს.
“ამ პრიზს როდრის ან კარვახალს გადავცემდი. მჯერა, რომ ესპანელი ფეხბურთელები დიდი ხანია იმსახურებენ “ოქროს ბურთს” და ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს”, – ციტირებს ვილას Marca.
ინფორმაციისთვის, “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიალი 28 ოქტომბერს პარიზში გაიმართება და ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის 30 ნომინანტი იბრძვის.