ვიკა ბუკია: მხოლოდ ამ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფომ. ეს ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ …

“ეს ფოტო 1 კვირის წინაა გადაღებული. ეს “ოცნების ქალაქის” გახსნის ღონისძიებაა. მხოლოდ ამ ღონისძიებაში 209 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფომ. ეს ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ ს სოციალურად დაუცველი ხალხის სახელით საზეიმოდ ჩაეგდო კაფსულა, იმედის ეთერიდან ახალი ბინების დარიგების და კეთილდღეობის დაპირება გაეცა, შემდეგ კი წასულიყო და ამ პროექტის მშენებლობის ნარჩენები დაეტოვებინა.
ტრაგედია ხომ თავისთავად როგორი მძიმეა, მაგრამ
იმის გააზრება არანაკლებ შემზარავია, რომ 209 ათასი დაგვიჯდა ის თხრილი, რომელშიც სოციალურად დაუცველი ორი ბავშვი დაიღუპა. ბავშვები, რომლებიც ჯართს ეძებდნენ, რათა შიმშილს გადარჩენილიყვნენ.
ვის ეყოფა ნამუსი, რომ ამას “უბედური შემთხვევა” უწოდოს? ეს არის პირდაპირი შედეგი იმ მახინჯი სისტემისა, რომელიც ბავშვებს ცოცხლად მარხავს. ბავშვებს, რომლებიც შიმშილისგან და გაჭირვებისგან სიკვდილს გაურბიან და, საბოლოოდ, მაინც იღუპებიან.
ამ პროექტის “ბენეფიციარები” არა სოციალურად დაუცველები, არამედ კორუფციით გამდიდრებული ჩინოვნიკები არიან. ხოლო ღატაკი ბავშვები?
მათთვის არც ის 209 ათასია და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯართიც კი აღარაა.
ჯართიც ვერ გაიმეტეს. სახელმწიფოსგან დატოვებულ თხრილში ჯართის ნაცვლად სიკვდილი დაახვედრეს,” – წერს ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი