“თქვენი იმედი ყოველთვის მქონდა, მეგობრებო, ხათუნა უნდა გამოვგლიჯოთ ამ სენს. მან ერთი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომია მოსაგები. არანაირად არ იმსახურებს, ხათუნა, მარტო დავტოვოთ პირისპირ პრობლემასთან, რომლის გადაწყვეტა ახლა მას მარტო არ შეუძლია. თავადაც ასეთია, სიკეთით სავსე და უკან რომ არ დაიხევს ისეთი გოგო!
და ბოლოს, ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია: ხათუნა, რომელიც დეპუტატი იყო, რომელმაც რუსული კანონის დროს მაგრად იბრძოლა, რომელიც ქუჩაშიც იდგა, ახლა კიდევ ერთ ბრძოლაში
შედის და ამ ქვეყანაში პატიოსანი შრომით თუ ცხოვრობს წესიერი პოლიტიკოსი – ზუსტად ასე ცხოვრობს, ხათუნასნაირად. და ეს სტატუსი მიანიშნებს ამაზე ზუსტად. ხომ უნდოდათ მისგან გამჭვირვალობა, ამაზე დიდი გამჭვირვალობა რა უნდათ?!
აღდგომა მოდის, ამაზე დიდ სიკეთეს რაღას ვიზამთ დღეს, ვიდრე ხათუნას გადარჩენაა?
ნებისმიერ სიკეთეზე დიდი სიკეთეა ადამიანის გადარჩენაში მონაწილეობის მიღება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია და ხათუნა სამნიძის პოსტს აქვეყნებს:
უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ
მადლობა კლინიკა ინოვა-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას



მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა
მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა.


მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს. ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავი











ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.
ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომა





ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში
ჩემი შვილის საქართველოს ბანკში
სალომე დიასამიძე
და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze