“ბატონო მამუკა მდინარაძე მადლობა დიდი, რომ ასეთი ამაზრზენი ხართ. თქვენ ხართ ჩვენი მოტივაცია გავიდეთ გარეთ ქუჩაში და ვიდგეთ უსასრულოდ.
თქვენ რომ დაგიჭერთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, ბატონო მამუკა, თქვენი ცოლიც აღარ ჩაგიდგებათ თავდებში. ადამიანს ვერ ნახავთ ამ ქალაქში ვინც თქვენ გამოგესარჩლებათ, რამეთუ არაფერი დატოვეთ წმინდა და შეურყვნელი.
თქვენი პარტიის იმედიც არ გქონდეთ. საკუთარი პარტიისგან მოტყუებულ “ტრუსკავეცად” დარჩებით ისტორიას,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.