ვიკა ბუკია: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ცხოვრობს წყნარი და უშფოთველი ცხოვრებით, მოგზაურობს, იღებს ფოტოებს, ატარებს ტრენინგებს სიკეთეზე, ადამიანობაზე…

“აი რა ხდება, მარტივად:
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ცხოვრობს წყნარი და უშფოთველი ცხოვრებით, მოგზაურობს, იღებს ფოტოებს, ატარებს ტრენინგებს სიკეთეზე, ადამიანობაზე და ათას მთხლეობაზე.
მან ვერ შეამჩნია უზარმაზარი ჩარტერი,
ვერ შეამჩია კორუმპირებული მერიის სამშენებლო ინტერესები,
ის ვერ ხედავს ვერც ნინო წილოსანის მამის მილიონებს, ვერც მოსამართლეების სასახლეებს,
ის ვერ ხედავს ვერც კორუფციაში ჩამხრჩვალ მერს და მის მოადგილეებს,
ვერც იმ ტენდერებს დეპუტატების ახლობლები რომ იგებენ სულ,
ვერ ხედავს მილიონიან საათებს მაჯებზე,
ხალხის ფულით დაფინანსებულ საარჩევნო კონცერტებს,
ის ვერც ღარიბაშვილის ტყეებს ხედავს,
და ვერც გომელაურის ხელშეუხებელ სიძეს,
ვერც ანზორა ჩუბინიძის თევზებს,
ღარიბაშვილის ცოლის ძმის ჰესების ბიზნესს,
„ოცნების“ დეპუტატის კომპანიებსაც ვერ ხედავს,
და ვერც სუსის კორუმპირებულ მაღაჩინოსნებს,
საერთოდ ვერ ხედავს 16 კორუმპირებულ მოსამართლეს, 37 კორუმპირებულ დეპუტატს, 30 კორუმპირებულ მთავრობის წევრს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარაზიტებს, არ არსებობენ ისინი.
სამაგიეროდ ხედავს მოხალისე ბავშვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ევროკავშირის ბროშურებით რომ დადიან ხალხში და ევროკავშირის სიკეთეებზე ესაუბრებიან ადამიანებს და აი, აქ რაჟდენს ეკეტება და ცხოვრებაში პირველად ინტერესდება აი, ამით: “საიდან აქვთ ამ ბავშვებს ბროშურების ფული?”
რაჟდენ, შენ რომ დაგასანქცირებენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ძირს რომ უთხრიდი მაგის გამო, ჩვენ დაგინახავთ სამაგიეროდ. დაგინახავთ და გაგაშუქებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .